საჯარო ლექცია მოსწავლეებისათვის ქართული სალიტერატურო ენისა და კილოების შესახებ
06 დეკემბერი,2023
მიმდინარე წლის 06 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესორ მარიამ კობერიძის საჯარო ლექცია ,,ქართული სალიტერატურო ენა და კილოები“.
ლექციას ესწრებოდნენ: ატენის საჯარო სკოლის მოსწავლეები; სპეციალური მასწავლებელი მაკა ქვრივიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფ. ქეთევან ბარბაქაძე და სტუდენტები.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ლექციის მსვლელობაში, დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღეს ინფორმაციები ენაში მიმდინარე პროცესების შესახებ დღევანდელობასთან მიმართებაში.