საჯარო ლექცია
31 მაისი,2023მიმდინარე წლის 31 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია - ,,დამოუკიდებელი მოსამართლის როლი ნაფიც მსაჯულთა განსჯადი საქმეების განხილვისას - ქართული და ამერიკული გამოცდილება“.
შეხვედრა გახსნა და დამსწრეებს სიტყვით მიმართა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა.
ლექციას უძღვებოდნენ: ქართველი მოსამართლე, ევროპის საბჭოს აღდგენითი მართლმსაჯულების ექსპერტი, პროფესორი ლევან დარბაიძე და ამერიკელი მოსამართლეები - ჯეიმს ბოდიფორდი და ანა ჰარისი.
საჯარო ლექციაზე განხილული იყო მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობის საკითხები, საქართველოსა და ამერიკის სასამართლო სისტემის მაგალითზე, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია როგორც სტუდენტებსა და მოსწავლეებში, ასევე პროფესორ-მასწავლებლებსა და პრაქტიკოს იურისტებში.
საჯარო ლექციები ტარდება ამერიკის საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მოწვევით. ღონისძიებების ორგანიზატორები: სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს უფროსი მრჩეველი მართლმსაჯულების საკითხებში, დოქტორი პატრიცია ვილდერმუტი და ამერიკის საელჩოს მართლმსაჯულების პროგრამის კოორდინატორი, ეკატერინე ფოფხაძე.