საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში
31 ოქტომბერი,20222022 წლის 31 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი გოჩა ჯავახიშვილი.
ბატონ გოჩა ჯავახიშვილს უმასპინძლა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, შეხვედრას ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ბატონმა გოჩა ჯავახიშვილმა სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: "დიპლომატიური პროტოკოლი, მოლაპარაკებები და კომუნიკაციის ხელოვნება".
საჯარო ლექცია გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, რომელმაც, ბატონ გოჩა ჯავახიშვილს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ვიზიტისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.