,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2024-ის’’ ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა
20 მაისი,2024,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2024-ის’’ ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა სკოლის მონაწილე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
სამუშაო შეხვედრა გახსნეს ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023“-ის მონაწილე სტუდენტებმა: ალექსანდრე სადაღაშვილმა, მარიამ ადუაშვილმა, ნატა ბიჩენოვმა და მარიამ პავლიაშვილმა, რომელთაც ,,სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2024-ის’’ მონაწილეებს გაუზიარეს გამცდილება სამოქალაქო აქტივიზმის, აქტიური მოქალაქეობის, ადვოკატირების კამპანიის წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვნებისა და ახალგაზრდების როლის შესახებ ადგილობროვი თვითმმართველობის გაძლიერების პროცესში;
სამუშაო შეხვედრის დროს განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით შექმნილი და სოციალურ მედიაში განთავსებული ნაწარმოების საავტორო უფლებების დაცვისა და პაციენტის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები. ასევე, ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების წარდგენის, მუნიციპალურ პროგრამათა მომზადების, განხორციელებისა და კონტროლის მექანიზმები და სხვა.