სამუშაო შეხვედრა

28 აპრილი,2023

მიმდინარე წლის 28 აპრილს პროექტის „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა, სადაც პროექტის კოორდინატორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, არქეოლოგმა, გიორგი მინდიაშვილმა და პროექტის ახალგაზრდა მკვლევარმა, დავით ინაურმა სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყება არქეოლოგიური საველე სამუშაოები, სადაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტდუენტებიც ჩაერთვებიან.
პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით და მისი მიზანია გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ნიქოზში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება, სადაც როგორც სპეციალისტების მიერ ადგილის დათვალიერებით გაირკვა, არქეოლოგიური მასალა დამუშავებული უნდა იყოს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის მეტალურგის სახელოსნოში, რომელიც, სავარაუდოდ, აქ ძვ.წ. X – VIII საუკუნეებში ფუნქციონირებდა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა