სამუშაო შეხვედრები ერაზმუს+ის პროექტის ფარგლებში
21 ნოემბერი,20222022 წლის 13-20 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: რუიზან მექვაბიძე, თამარ მაკასარაშვილი, თეა ხორგუაშვილი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერაზმუს+ის პროექტის "მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში" ფარგლებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ პორტუგალიაში, ლისაბონის "ნოვას" უნივერსიტეტში.
სამუშაო შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
დელეგაციის წევრები გაეცნენ "ნოვას" უნივერსიტეტის საქმიანობას სხვადასხვა მიმართულების მიხედვით, ყოველი დღე დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით და დისკუსიით.