სემინარი-ვორქშოფი

27 იანვარი,2022

2022 წლის 27 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ორგანიზებით გაიმართა პრაქტიკული სემინარი-ვორქშოფი „ბავშვთა უფლებების საკითხები ქართულ საბავშვო ლიტერატურაში“.   სემინარში მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  ქართული ფილოოლოგისა და  დაწყებითი განათლების  საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, გორის მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ანი ნასყიდაშვილმა, გორის რაიონის სოფელ ქორდის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ირმა ჭამპურიძემ, სოფ. ტინძნისის საჯარო სკოლის პედაგოგმა ლუიზა ბერუაშვილმა, სოფ. მეღვრეკისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა თამარ გუჩმაზაშვილმა. განხილულ იქნა ბავშვთა უფლებათა დაცვის საკითხები ქართულ საბავშვო მწერლობაში,  სასკოლო სახელმძღვანელობში,  სწავლების ამოცანები,  მიზნები და მიდგომები.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა