შეხვედრა, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, პოლონელ ახალგაზრდებთან
19 აპრილი,2023მიმდინარე წლის 19 აპრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, ესტუმრა პოლონელი ახალგაზრდების ჯგუფი. პროექტის მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში, ქართველ თანატოლებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა აქტივობაში. პროექტს ახორციელებს პოლონურ-ქართული თანამშრომლობის ცენტრი და მასში, საერთო ჯამში, 20 ახალგაზრდაა ჩართული.
პოლონელი და ქართველი სტუდენტების ჯგუფს შეხვდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს და მონაწილეებს აქტიურობისთვის, ისაუბრა მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე და წაიკითხა ლექცია პოლონურ-ქართულ ურთიერთობაზე.