შეხვედრა გერმანიის ჰესენის ფედერალური მხარის ევროპის საკითხთა მინისტრთან

02 ივნისი,2023

მიმდინარე წლის 2 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა გერმანიის ჰესენის ფედერალური მხარის ევროპის საკითხთა მინისტრთან, ქალბატონი ლუცია პუტრიხსა და საქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილე, ქალბატონ ტანია ჰუტთან.
შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს და ხაზი გაუსვა მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
საჯარო ლექციის თემატიკა მოიცავდა გლობალური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს და გერმანულ გამოცდილებას.
ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა