შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან
26 იანვარი,2023მიმდინარე წლის 26 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან.
შეხვედრა გახსნა, გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტები. მიმოიხილა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები, შეთავაზებები, სტუდენტური პროექტები. მოსწავლეებს მიაწოდა დაწვრილებითი ინფორმაცია გორის უნივერსიტეტის მიერ მოსწავლეებისთვის დაგეგმილი პროექტების შესახებ, სადაც მათ ექნებათ საშუალება მიიღონ აქტიური მონაწილეობა და მოუწოდა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მეტი ჩართულობისკენ.
მოსწავლეებს ასევე მიესალმნენ და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის შეთავაზებებზე ისაუბრეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ხორბალაძემ და რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა. მოსწავლეებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამების შესახებ ესაუბრა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ზურაბ ზურაბაშვილი. მოსწავლეებს ასევე მიესალმნენ გორის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც მიმდინარე წელს, "ერაზმუს+"-ის პროექტის ფარგლებში მიემგზავრებიან ევროპის უნივერსიტეტებში.
შეხვედრა გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციის წევრებმა უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს.