შეხვედრა სტუდენტურ თვითმმართველობასა და წარჩინებულ სტუდენტებთან
16 თებერვალი,2024მიმდინარე წლის 16 თებერვალს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სტუდენტურ თვითმმართველობასა და წარჩინებულ სტუდენტებთან.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ: გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი; გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები: გიგა გელაშვილი და ნანი ოქროპირიძე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების ხელმისაწვდომობის, შემოქმედებითი, პროფესიული განვითარების საკითხებს და მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას.
ღია დისკუსიის ფორმატში, სტუდენტების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები ახალგაზრდების დასაქმების, შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გააქტიურების, საერთაშორისო და ადგილობრივ სამეციერო პროექტებში ჩართულობის გაზრდის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.