შეხვედრა ტუშას უნივერსიტეტის (იტალია) დელგაციის წარმომადგენლებთან
24 ნოემბერი,2022მიმდინარე წლის 24 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი, გიორგი სოსიაშვილი ტუშას უნივერსიტეტის (იტალია) დელგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ფაკულტეტების დეკანები, ასევე, ტუშას უნივერსიტეტის რექტორის დელეგატი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პროფესორი სიმონე სევერინი, ბიოლოგიისა და ეკოლოგიის მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი მასიმილიანო ფენიჩე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თანამშრომელი, დოქტორი ანჯელა ფატორეტი.
უნივერსიტეტის რექტორმა, პრფესორმა გიორგი სოსიაშვილმა სტუმრებს გააცნო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესები და ასევე, აქცენტი გააკეთა გორის უნივერსიტეტისა და ტუშას უნივერსიტეტს სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, როგორიც არის ერთობლივი აკადემიური პროგრამებისა და სეზონური სკოლების განხორციელება.
ტუშას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, ქართველ კოლეგებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს და ისაუბრეს ორ უნივერსიტეტს შორის პოტენციური თანამშრომლობის საკითხებზე. გარდა ამისა, პროფესორმა სიმონე სევერინიმ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე საუბრისას, გამოთქვა სურვილი, რომ ინსტიტუციებმა გამოიყენონ ერასმუს +-ს მობილობის პროგრამების პლატფორმა, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლისათვის.