შეხვედრა უნივერსიტეტის ძირითადი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან

17 მაისი,2023

მიმდინარე წლის 17 მაისს Zoom-ის გამოყენებით გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის ძირითადი დაინტერესებული მხარეების (სტუდენტების, პერსონალის, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლების) წარმომადგენლებთან, რომელსაც უძღვებოდა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე, პროფ. ალექსანდრე მღებრიშვილი. შეხვედრაზე განიხილეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიაში და 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული დოკუმენტების სამუშაო ვერსიები შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა ც. დურულმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა ლ. მიდოდაშვილმა. შეხვედრის დასასრულს ა. მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული განვითარების საბჭო ყურადღებით განიხილავს როგორც შეხვედრის პროცესში წარმოდგენილ ყველა რეკომენდაციას, ასევე მოსაზრებებს, რომლებიც შესაძლებელია ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა წარმოადგინოს 14 სამუშაო დღის განმავლობაში უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ან უნივერსიტეტის საკონტაქტო ელექტრონულ მისამართზე.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა