შეხვედრა, უნივერსიტეტის პერსონალთან და სტუდენტებთან, პლაგიატის პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით
30 მარტი,2023მიმდინარე წლის 29 და 30 მარტს უნივერსიტეტის პერსონალთან და სტუდენტებთან ჩატარდა სამუშაო შეხვედრები პლაგიატის პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრებს უძღვებოდნენ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან მიდოდაშვილი და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ნინო გორგიშელი. შეხვედრებზე განიხილეს პლაგიატის აღმოჩენის, პრევენციისა და პლაგიატის შემთხვევაზე რეაგირების მექანიზმების მარეგულირებელ საუნივერსიტეტო დოკუმენტში შეტანილი ცვლილებები, მიმოიხილეს პლაგიატის თავიდან აცილების გზები, აგრეთვე Turnitin აპლიკაციის გამოყენებით კვლევით ნაშრომში ტექსტური თანხვედრის გადამოწმების პროცედურები.