შეხვედრა USDA-ს წარმომადგენლებთან
02 მაისი,2023მიმდინარე წლის 2 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა აშშ-ის საელჩოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში დემნა ძირკვაძე და USDA-ს წარმომადგენელი გოჩა შაინიძე, ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის ,,მომავლის ფერმერი" წარმომადგენლები: რუსუდან გიგიაშვილი და ნატო კლდიაშვილი.
სტუმრებს შეხვდნენ: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი დავით ჩოჩიშვილი და პროფესიული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი ნინო მაზმიშვილი.
შეხვედრის თემა იყო, უნივერსიტეტის სივრცეში, მოკლევადიანი პროფესიული პროგრამების შემუშავება და დანერგვა აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. შეხვედრამ სამუშაო რეჟიმში ჩაიარა. მასპინძლებმა სტუმრებს გააცნეს რეგიონის პოტენციალი, უნივერსიტეტის როლი და შესაძლებლობები მომავალი პარტნიორობის ფარგლებში.
დაიგეგმა მომავალი შეხვედრის თემატიკა და ვადები.