სიმპოზიუმის ბოლო დღე
29 აპრილი,2023გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023 წლის 28-29 აპრილს გაგრძელდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თურქეთის საისტორიო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ქართველი და თურქი ახალგაზრდა ისტორიკოსების I საერთაშორისო სიმპოზიუმი.
სიმპოზიუმის ბოლო დღეს გაიმართა შემაჯამებელი სხდომა, სადაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა მადლობა გადაუხადა სიმპოზიუმის მონაწილეებს და ორგანიზატორებს გაწეული მუშაობისთვის, ისაუბრა მსგავსი აქტივობების მნიშვნელობაზე ქართულ-თურქული ურთიერთობების გამყარების სფეროში. შემაჯამებელ სხდომაზე ასევე ისაუბრა თურქეთის საისტორიო საზოგადოების წარმომადგენელმა, 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორმა იბრაჰიმ თელლიოღლუმ, რომელმაც თავის მხრივ მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს სიმპოზიუმის ორგანიზებისა და შესაძლებლობისთვის, სიპმპოზიუმის ფორმატში, ქართველ და თურქ ახალგაზრდა ისტორიკოსებს კოლეგებისთვის გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და კვლევები.
შემაჯამებელი სხდომის დასასრულს სიმპოზიუმში მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
ამავე სხდომაზე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება - თურქეთის საისტორიო საზოგადოების წარმომადგენელს, 19 მაისის უნივერსიტეტის პროფესორს იბრაჰიმ თელლიოღლუს უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
სიმპოზიუმის მონაწილეებმა პატივი მიაგეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ იოსებ ალიმბარაშვილის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს განსვენებულის საფლავი.