სლუპსკის პომერანიის უნივერსიტეტის პროფესორ ნატალია კურჰალიუკის და ჰალინა ტკაჩენკოს ლექციები
15 მაისი,2024მიმდინარე წლის 15 მაისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართა სლუპსკის პომერანიის უნივერსიტეტის პროფესორ ნატალია კურჰალიუკის და ბიოლოგიის დეპარტამენტის დირექტორის, პროფესორ ჰალინა ტკაჩენკოს ლექციები გორის უნივერსიტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან, თემებზე: “ფარმაკოლოგიური ინტერვენცია დაბერების პროცესებისა და სტრესის გამწვავებული მდგომარეობის მართვისთვის“ და „პალმის ზეთი, როგორც სამკურნალო საშულება“.
ლექციების დასრულების შემდეგ მოწვეულმა პროფესორებმა გამართეს შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეყველო ფაკულტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან, სადაც განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.