სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების შეხვედრა კრედო ბანკის წარმომადგენლებთან
04 ნოემბერი,2022
2022 წლის 4 ნოემბერს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა შეხვედრა კრედო ბანკის წარმომადგენლებთან; ბანკის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია მიმდინარე ეტაპზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, აგრეთვე იმ პირობებისა და მოთხოვნების შესახებ, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი ვაკანსიის დასაკავებლად. შეხვედრის ბოლოს ბანკის წარმომადგენლებმა უპასუხეს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების შეკითხვებს.