სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია
25 ოქტომბერი,20232023 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა და შიდა ქართლის სკოლების საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია - „იპოვე შენი მომავალი ჩვენთან“.
კონფერენცია გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, რომელიც მიესალმა კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ხაზი გაუსვა სკოლის მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას და წარმატებები უსურვა კონფერენციის ყველა მონაწილეს.
კონფერენციაზე პროგრამით წარმოდგენილი იყო 83 ავტორის/თანაავტორის 58 მოხსენება შემდეგ სექციებში: „ქართული ენა და ლიტერატურა“, „უცხოური ენა და ლიტერატურა“, „ისტორია (მსოფლიო ისტორია, საქართველოს ისტორია)“, „ბუნებისმეტყველება“, „მათემატიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიები“, სპორტი“.