სტუდენტთა მეექვსე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

17 თებერვალი,2023

სსიპ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით 2023 წლის 17 თებერვალს ჩატარდა სტუდენტთა მეექვსე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, „სამართლის აქტუალური საკითხები“.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მიულოცა მონაწილეებს მორიგი წარმატებული კონფერენცია და ისაუბრა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე სტუდენტების პროფესიული განვითარების საქმეში.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელმა ივანე ბალახაშვილმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მალხაზ ლომსაძემ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით ხობელიამ.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 31 ავტორის/თანაავტორის 27 მოხსენება.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

 

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა