ტრენინგების ციკლი „ადამიანის კონსტიტუციური უფლებები“

28 აპრილი,2023

მიმდინარე წლის 28 აპრილს დაიწყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის მიერ ორგანიზებული ტრენინგების ციკლი „ადამიანის კონსტიტუციური უფლებები“.
პირველი ტრენინგი გაიმართა ფხვენისის საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თემაზე: ,,სამართალი და სამართლებრივი სისტემები, კონსტიტუცია".
ტრენინგს უძღვებოდნენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სტუდენტები: თამთა დოლიაშვილი, მარი მეგრელიშვილი და ნათია ბაგრატიონი.
შეხვედრა გახსნა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელმა ივანე ბალახაშვილმა, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო პრაქტიკული სამართლის კლინიკის საქმიანობა.
ტრენინგების ციკლი „ადამიანის კონსტიტუციური უფლებები“ მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების შესახებ, მათთვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობასა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდას.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა