ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი

25 ნოემბერი,2022

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელი მოეწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს იურიდიული დახმარების სამსახურსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა მადლობა გადაუხადა იურიდიული დახმარების სამსახურს აქტიურობისა და მხარდაჭერისთვის, ასევე ისაუბრა გორის უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან გორის იურიდიული დახმარების ბიუროში, სადაც მენტორი-ადვოკატების ზედამხედველობით დაეუფლებიან ადვოკატის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. გარდა ამისა, სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტებში, რომელიც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების და მიმდინარე პროექტების შესახებ.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა