ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

21 ოქტომბერი,2022

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩმა, ბატონმა ენრიკო ვალვომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იტალიის ტეზეოს უმაღლესი სასწავლებლის დელეგაციებს უმასპინძლა.
შეხვედრის მიმდინარეობისას გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა და ტეზეოს უმაღლესი სასწავლებლის პრეზიდენტმა, პროფესორმა სტეფანო ამოდიომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტის რექტორთა კონფერენციასა და იტალიის ლინგვისტური მედიაციის ასოციაციას შორის თანამშრომლობას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ბატონ ენრიკო ვალვოსთან განიხილა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული აქტივობები და ასევე იტალიურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ერთობლივი სასერთიფიკატო, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განხორციელება.
შეხვედრის დასასრულს, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა გამოთქვა სურვილი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით ქ. გორში გაიმართოს „იტალიის დღეები“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, კულტურის სფეროს მოღვაწეები და ხელოვანები საქართველოდან და იტალიიდან.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა