ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
02 ივნისი,2023მიმდინარე წლის 2 ივნისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „ვპ საქველმოქმედო ფონდ ლუტეცია“-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის მიზანია, სწავლის პროცესში, მატერიალური ან/და ტექნიკური თვალსაზრისით, ხელი შეუწყოს იმ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით და სწავლის გაგრძელების უზრუნველსაყოფად საჭიროებენ ფონდის მხარდაჭერას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფსორმა გიორგი სოსიაშვილმა და ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეილა დოლიძემ.