XLII რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია
27 ნოემბერი,20222022 წლის 26-27 ნოემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა XLII რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგია-ლექსიკოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელმა, თსუ-ს კავკასიოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ბატონმა მერაბ ჩუხუამ.
პლენარულ სხდომაზე კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი ნანა მაჭავარიანი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე.
სამეცნიერო სესიაზე მოხსენებით გამოვიდნენ თსუ-ს არნ. ჩიქობავას სახ. ინსტიტუტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და წმინდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.