ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

30 ოქტომბერი,2021

2021 წლის 30 ოქტომბერს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა ყარსის ხელშეკრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ფორუმი აზერბაიჯან-თურქეთის მეგობრობის, თანამშრომლობისა და განვითარების ფონდისა და თურქეთის დიპლომატიური ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. მკვლევარი ისტორიკოსების გარდა, მასში პოლიტიკოსები და ექსპერტებიც მონაწილეობდნენ.
საქართველოდან კონფერენციაზე მიწვეული იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ ჯანელიძე. მისმა მოხსენებამ „ბათუმის საკითხი რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებებსა და 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულებაში“ სპეციალისტთა და დამსწრე საზოგადოების ინტერესი დაიმსახურა.

მიმაგრებული სურათები

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა