ჟან მონეს კათედრის ფლაიერი და ვიდეო-მიმართვები

15 ოქტომბერი,2025

 

2025 წლის ერასმუს+ დღეების ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“ (EU-SJ) ფარგლებში მომზადდა ფლაიერები ქართულ და ინგლისურ ენებზე. ფლაიერები ბეჭდური ფორმით დარიგდა ფართო საზოგადოებაში. მასში აღწერილია ინფორმაცია ჟან მონეს კათედრის სწავლების მიმართულებებისა და კათედრის წევრების თაობაზე.

ფლაიერის შინაარსის შესაბამისად მომზადდა ვიდეო-მიმართვებიც, სადაც პროფესორებმა ისაუბრეს სწავლების კონკრეტული კურსის შინაარსის შესახებ, კერძოდ:

- ეკატერინე ქარდავა, კათედრის ხელმძღვანელი, ჟან მონეს პროფესორი, - ევროკავშირის შრომის სამართალი; https://www.youtube.com/watch?v=fF9PrIbIlwE

- ციური დურული, კათედრის წევრი, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი - ლიდერობა და ორგანიზაციული ქცევა - https://www.youtube.com/watch?v=vZ5NOD7O2iA

- ზურაბ ზურაბაშვილი, კათედრის წევრი, გსუ-ის რექტორის მოადგილე - ევროკავშირის ახალგაზრდობის პოლიტიკა - https://www.youtube.com/watch?v=x1-Db-IIFvI

- მარიკა შერაზადიშვილი, კათედრის წევრი, დეკანის მოადგილე, პროფესორი, - ევროკავშირის კულტურული მრავალფეროვნების პოლიტიკა - https://www.youtube.com/watch?v=Ps-QxwWzUSw

- გიორგი მღებრიშვილი, კათედრის წევრი, ჰორიზონტის ოფისის ხელმძღვანელი - ევროკავშირის განათლების პოლიტიკა - https://www.youtube.com/watch?v=YkAgPabckGU

- ხატია ხაბაშვილი, კათედრის წევრი, გსუ-ის ახალგაზრდული ჰაბის ხელმძღვანელი - ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია - https://www.youtube.com/watch?v=F1MgbPbloAs

იხილეთ ფლაიერი მიბმულ ფაილში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა