წერილი ევროპული კომისიიდან

28 მაისი,2026


გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა პროფესორმა, 2026 წლის მაისს, ევროპული კომისიიდან მადლობის წერილი მიიღო.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლიდან ფუნქციონირებს ჟან მონეს კათედრა — „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“, რომელიც აერთიანებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ევროკავშირის სამართლისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით. კათედრის საქმიანობა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: ევროკავშირის მოქალაქეობა, შრომის სამართალი, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ორგანიზაციული ქცევა და ბიზნესის მართვა, ლიდერობა, სამოხელეო სამართალი, განათლების მენეჯმენტი, ახალგაზრდობის პოლიტიკა და სხვა აქტუალური საკითხები.
უნდა აღინიშნოს, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჟან მონეს პროგრამებთან თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება უკვე გააჩნია — უნივერსიტეტში მანამდე განხორციელდა ჟან მონეს მოდული „აღმოაჩინე ევროკავშირი ასოცირების შეთანხმებაში“.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ბრიუსელიდან მიიღო მადლობის წერილი და ჟან მონეს საპატიო დაფა, რაც უნივერსიტეტის მიერ ჟან მონეს აქტივობებში აქტიური მონაწილეობისა და პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა.

მიმაგრებული სურათები

ღონისძიებები იხილეთ ყველა

26 მაისი

2026 წლის 26 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.

26 მაისი, 2026 სრულად ნახვა

ჟან მონეს კათედრა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლიდან ფუნქციონირებს ჟან მონეს კათედრა — „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“, რომელიც აერთიანებს...

25 მაისი, 2026 სრულად ნახვა