პირველი ტრენინგი ჟან მონეს კათედრა

28 აპრილი,2025

Agenda

2025 წლის 25 პრილს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, ჩატარდა პირველი ტრენინგი „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“.

ტრენინგი გახსნა და მისასალმებელი სიტყვებით მონაწილეებს მიმართეს:

  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა;
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ზურაბ ზურაბაშვილმა;
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით კვერნაძემ;
  • სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეა ხორგუაშვილმა;
  • გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ციური დურულმა ;
  • სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა.
  • ჟან მონეს კათდრის ხელმძღვანელმა ეკატერინე ქარდავამ.

ტრენინგის ფარგლებში გაიმართა ვიდეო-ფლეშ-მობის ჩვენება, რომელიც მომზადდა ახალგაზრდული ჰაბის მიერ.

ტრენინგის თემები მოიცავდა:

  1. ევროკავშირის განათლების პოლიტიკას;
  2. ევროკავშირის კულტურული მრავალფეროვნების პოლიტიკას;
  3. ევროკავშირის კონკურენციის პოლიტიკასა და შიდა ბაზარს;
  4. ევროკავშირის შრომის სამართალს;
  5. ევროკავშირის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკას;
  6. ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებებათა ქარტიას.

ტრენინგი ჩაატარეს კათედრის პროექტის ავტორმა და კათედრის ხელმძღვანელმა პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ, პროფესორმა მარიკა შერაზადიშვილმა, დოქტორანტმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰორიზონტის ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა, რექტორის მოადგილემ ზურაბ ზურაბაშვილმა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს: გორის უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, სტუდენტებმა, სხვადასხვა პროფესიული საზოგადოების წევრებმა. ტრენინგს დაესწრო სულ 34 პირი.

მიმაგრებული სურათები

ღონისძიებები იხილეთ ყველა

იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო...

2025 წლის 19 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა...

19 ივნისი, 2025 სრულად ნახვა

ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში სამუშაო ვიზიტი...

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს ერაზმუს+-ის ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტებში. მათ შორის აღსანიშნავია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

13 ივნისი, 2025 სრულად ნახვა