სწავლება 2025 წლის გაზაფხულის სემესტრში ჟან მონეს კათედრა

14 აპრილი,2025

 

2025 წლის მარტში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაიწყო საგაზაფხულო აკადემიური სემესტრი. ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, სამაგისტრო სწავლების საფეხურზე გაიხსნა ორი საგანი:

  • შედარებითი შრომის სამართალი
  • ლიდერობა

სწავლება დაიწყო განახლებული და მოდიფიცირებული სილაბუსის ფარგლებში, რომლებიც შემუშავდა და შეთანხმდა 2024 წლის შემოდგომის სემესტრში. კათედრის ფარგლებში სწავლებისას ჩატარდება 15 ლექცია-შეხვედრა, აქედან:

  • შედარებითი შრომის სამართალის საგანში 45 საკონტაქტო საათი;
  • ლიდერობის საგნის ფარგლებში 30 საკონტაქტო საათი.


2025 წლის გაზაფხულის სემესტრში აკადემიურ სწავლებას განახორციელებენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები:

  • ეკატერინე ქარდავა - კათედრის ავტორი და კოორდინატორი;
  • ციური დურული - კათედრის წევრი. 

ღონისძიებები იხილეთ ყველა

კონკურსი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის “ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული ქართული და საქართველოსთან დაკავშირებული წყაროების...

20 ივლისი, 2026 სრულად ნახვა

კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა

მიმდინარე წლის 1 ივლისს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტში სტუდენტებისა და შიდა ქართლის...

01 ივლისი, 2026 სრულად ნახვა