მონაცემთა ბაზა


Cambridge University Press -  მოიცავს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებს, მათ შორის: ანთროპოლოგია, არქეოლოგია, ხელოვნება, ასტრონომია, ქიმია, კომპიუტერული მეცნიერებები, დრამა და თეატრი, დედამიწისა და გარემოს დაცვა, ეკონომიკა, განათლება, ინჟინერია, ინგლისური ენის სწავლება, ფილმები, მედია, მასობრივი კომუნიკაცია, გეოგრაფია, ისტორია, ენათმეცნიერება, კანონები, ლიტერატურა, მართვა, მათემატიკა, მედიცინა, მუსიკა, ფილოსოფია, ფიზიკა, პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, რელიგია, სოციოლოგია, სტატისტიკა და ალბათობის თეორია. აერთიანებს 384 სახელწოდების წამყვან ჟურნალს. 2017 წელს ჟურნალების სიას კიდევ დაემატა 20 ჟურნალი სამართლის, ბიოლოგიის, ანთროპოლოგიის, არქეოლოგიის, და სხვა სფეროებიდან. https://www.cambridge.org/core

Royal Society Journals Collection - ბაზა მოიცავს Royal Society-ის ციფრულ არქივს 1665 წლიდან. ბაზა აერთიანებს ბიოლოგიურ, ფიზიკისა და საინჟინრო-მათემატიკურ მეცნიერებებს. https://royalsociety.org/journals/

SAGE Premier - SAGE არის მსოფლიოში აღიარებული აკადემიური გამომცემლობა, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს 900-ზე მეტ მაღალხარისხიან ჟურნალსა და ცნობარს. აქ იხილავთ კვლევებს ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ტექნოლოგიების, ბიზნესისა და მედიცის სფეროში. https://journals.sagepub.com/

e-Duke Journals Scholarly Collection - აერთიანებს მაღალი ციტირების ინდექსის მქონე სამეცნიერო ჟურნალებს, შემდეგი მიმართულებით: ანთროპოლოგია, ხელოვნება და ხელოვნების ისტორია, კრიტიკა და თეორია, კულტუროლოგია, ეკონომიკა, განათლებია, გარემოს დაცვა, ეთნოგრაფია, ევროპისმცოდნეობა, მხატვრული ლიტერატურა და პოეზია, ფილმი და მედია კვლევები, თეატრისა და წარმოდგენის შესწავლა, გენდერული სწავლება, ლიტერატურათმცოდნეობა, ისტორია, საერთაშორისო და რეგიონალური კვლევები, ახლო აღმოსავლეთის კვლევები, მუსიკის თეორია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, პოლიტიკა, რელიგიური კვლევები, სამეცნიერო კვლევები, სოციოლოგია და სოციალური თეორია, აფრიკული კვლევები, აზიური კვლევები. https://www.dukeupress.edu/

Edward Elgar Publishing Journals and Development Studies e-books - ბაზაში განთავსებულია წიგნები ფინანსთა, ეკონომიკის, ინოვაციური კვლევების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ჯანდაცვის, კორპორაციული მართვის, საჯარო მმართველობის, მიგრაციის, კვლევის მეთოდების, ინტელექტუალური საკუთრების, სამართლებრივ და სხვ. კვლევათა განვითარების შესახებ. ამავე ბაზაში ხელმისაწვდომია ხუთი დასახელების საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის სრული ტექსტები, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სამართალი, ეკონომიკა და მენეჯმენტი. https://www.elgaronline.com/

IMechE Journals - ბაზაში მოცემულია სტატიები მექანიკურ ინჟინერიაში (გამომცემლობა SAGE), 1847 წლიდან დღემდე.
https://us.sagepub.com/en-us/nam/IMeche

Openedition Journals - OpenEdition Freemium jurnals არის ბაზა, სადაც გაერთიანებულია 160- ზე მეტი დასახელების ჟურნალი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. იგი დაფუძნდა 1999 წელს Revues.org-ის სახელით და ახლა მასპინძლობს 450-ზე მეტ ონლაინ გამოცემას. პუბლიკაციების დაახლოებით 80% ფრანგულ ენაზეა, ასევე არის სტატიები ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე. http://www.openedition.org/

Scopus – წარმოადგენს რეფერირებადი ლიტერატურის აბსტრაქტებისა და ციტირებების უმსხვილეს ბაზას. ის მოიცავს 5000-ზე მეტი გამომცემლის 21000 დასახელების სამეცნიერო ჟურნალს, ჯამში 50 მილიონზე მეტ ჩანაწერს ტექნოლოგიის, მედიცინის, ჰუმანიტარული და სოციალური დარგების მიმართულებით. https://www.scopus.com/home.uri

ScienceDirect – წარმოადგენს ინგლისურ-ჰოლანდიური გამომცემლობის Elsevier-ის პლატფორმას, რომელიც მოიცავს 2000 დასახელების ჟურნალს, ჯამში ორ მილიონზე მეტი სტატიის სრულ ტექსტს. ScienceDirect ძირითადად ორიენტირებულია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, შედარებით მცირე რაოდენებით არის წარმოდგენილი სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებები.   https://www.sciencedirect.com/

Funding Institutional – წარმოადგენს ელსევიერის პლატფორმას, რომელიც ეხმარება მკვლევარებს აღმოაჩინონ საგრანტო დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები.
ის დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს მოიძიოს მის დარგში არსებული პროექტები (დაფინანსების შესაძლებლობები). ამ მიზნით უზრუნველყოფს წვდომას მიმდინარე საგრანტო პროექტებზე ( 3500-ზე მეტი სამთავრობო და კერძო ფონდები). აღნიშნული ბაზის გამოყენებისთვის აუცილებელია უშუალოდ ბაზაში რეგისტრაცია/ანგარიშის შექმნა. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც უნივერსიტეტიდან, ასევე მის მიღმა.  https://www.fundinginstitutional.com/