წიგნის დაჯავშნა

 

მკითხველს შესაძლებლობა აქვს მისთვის საინტერესო მასალა ბიბლიოთეკას შეუკვეთოს როგორც პირადად, ასევე ელექტრონულად. წიგნის ელექტრონული შეკვეთისათვის უმჯობესია წიგნის ავტორი და დასახელება მოგვწეროთ იმ ენაზე, რომელზეც გსურთ მისი წაკითხვა. საბიბლიოთეკო ერთეულის შეკვეთის შემდეგ, ბიბლიოთეკარი აწვდის მკითხველს შემდეგ ინფორმაციას, ხელმისაწვდომია თუ არა მისთვის საინტერესო მასალა ბიბლიოთეკაში, შეუძლია თუ არა სახლში გატანა და რა ვადით; თუ ის არ აღმოჩნდა ბიბლიოთეკაში სხვა რა ალტერნატიული მასალის გამოყენება შეუძლია საკუთარი საინფორმაციო საჭიროების დასაკმაყოფილებლად. დაჯავშნილი წიგნი მკითხველს ენახება 2 დღის განმავლობაში.
მკითხველი ელექტრონულად შეკვეთილი წიგნის ხელმისაწვდომობის ადგილისა და ვადების შესახებ ინფორმაციას იღებს ერთი სამუშაო დღის ვადაში, ელ.ფოსტის საშუალებით.
წიგნის ელექტრონული შეკვეთისთვის, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ფორმა.
დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ. მისამართზე: gu.edu.library@gmail.com