დასაქმების შესაძლებლობა პოლონეთსა და ესტონეთში

06 სექტემბერი,2016

გაცნობებთ რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისია, ამავე ორგანიზაციის პოლონეთისა და ესტონეთის მისიებთან ერთად, ახორციელებს პროექტს „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში“. თანდართული ფაილის სახით გიგზავნით მოკლე ინფორმაციას. პროექტის მიზანია განავითაროს საქართველოდან პოლონეთსა და ესტონეთში შრომითი მიგრანტების დროებითი ლეგალური დასაქმების ეფექტური მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს მიგრანტთა ლეგალურ დასაქმებას, მათი პროფესიული უნარების განვითარებას, შრომითი და სოციალური უფლებების დაცვას.
პროექტი ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
პროექტი ითვალისწინებს შემდეგი აქტივობების განხორციელებას:
Ø საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება პოლონეთსა და ესტონეთში მიგრანტების ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობების შესახებ (დამატებითი ინფორმაციისათვის - უცხოური სამუშაო ძალაზე მოთხოვნილი პროფესიების/კვალიფიკაციების ჩამონათვალი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ. იხ. დართული საინფორმაციო პოსტერი, რომელიც შეგიძლიათ გამოაკრათ და ვებ-გვერდზეც დადოთ);
Ø პოლონეთსა და ესტონეთში დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია, კატეგორიზაცია და პირველადი (წინასწარი) შერჩევა;
Ø პოლონეთსა და ესტონეთში კონკრეტული ვაკანსიების/დამსაქმებლების მოძიება;
Ø პოლონეთში და ესტონეთში დასაქმებისთვის შრომითი მიგრანტის საბოლოო შერჩევა;
Ø მიგრანტების გამგზავრების-წინა ორიენტაცია და ტრენინგი;
Ø მიგრანტების გამგზავრებისათვის საჭირო პროცედურების (ვიზა, ბილეთი, ჩასვლა და ა.შ.) მხარდაჭერა;
Ø მიგრანტთა პოლონეთსა და ესტონეთში ჩასვლის შემდგომი ორიენტაცია და დამსაქმებელთან დაკავშირებაში დახმარება;
პოლონეთსა და ესტონეთში დასაქმებული მიგრანტების შრომითი და სოციალური უფლებების მონიტორინგის მხარდაჭერა.

დაინტერესების და კითხვების შემთხევაში დაგვიკავშირდით

პატივისცემით,

ნუკი ჩხიკვაძე

სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველო
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Tel: +(995 32) 220 02 20
Mob: +(995 571) 52 84 74 
E-mail: achkhikvadze@mes.gov. ge

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა