მილოცვა

03 დეკემბერი,2015

დიდი სიხარულით შევიტყვეთ, რომ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ,,ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის“ რექტორს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ გულშემატკივარს, ბატონ სერგო ვარდოსანიძეს დაბადებიდან 60 წელი შეუსრულდა.
ერთ მილოცვაში რთულია სრულად წარმოაჩინო ბატონი სერგოს დამსახურება ერისა და ქვეყნის წინაშე. ამ ნამოღვაწარის შესაფასებლად სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ, მისი საქართველოს ეკლესიის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის ოქროს ორდენით დაჯილდოებაც კმარა.
ბატონი სერგოს მონოგრაფიები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკითხებზე, მის პრობლემატიკაზე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქებზე, დიდი ხანია სამაგიდო ნაშრომებად იქცა, არა მარტო ქართული მეცნიერებისათვის, არამედ საზღვარგარეთაც.
იგი 40 წელზე მეტია ახალგაზრდობის აღზრდას ემსახურება და ეროვნული მუხტით, ქვეყნის საწუხარ-საკეთებელზე მოაზროვნე თაობებს უზრდის სამშობლოს.
გულწრფელად გილოცავთ შესანიშნავ იუბილეს ბატონო სერგო. 60 წელი მეცნიერებაში მოღვაწე კაცისათვის ,,სიმწიფის“ ასაკია. კვლავაც ახალგაზრდული ენერგიით, ჩვეული გულწრფელობით და სიღრმისეული კვლევებით გაგენებივრებინოთ თქვენი ერთგული მკითხველი.
უფალი შეგეწიოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.

დიდი პატივისცემით,
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.

კალენდარი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

შეხვედრა სტუდენტებთან

მიმდინარე წლის 20 იანვარს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმათა საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანისა და აპარატის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან.

20 იანვარი, 2025 სრულად ნახვა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა