საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაცია
29 ივლისი,2016გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა სასტუმრო მენეჯმენტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკრედიტაცია. პროგრამები შემუშავდა ტემპუსის პროექტის „სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებისათვის საქართველოში: დასაქმების ბაზრის მოთხოვნა და მიწოდება (544191-Tempus-1-2013-1PT-JPCR)’’ ჩარჩოებში, სასტუმრო მენეჯმენტის შრომის ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით.
პროექტის წამყვანი უნივერსიტეტია - გრენობლის (საფრანგეთი) უნივერსიტეტი, მონაწილე უნივერსიტეტები: ჟირონას (ესპანეთი), რომის (იტალია), იაშეს(რუმინეთი) და ა.შ. ევროპის სხვა უნივერსიტეტები. გორის უნივერსიტეტიდან პროექტის კოორდინატორია პროფ.რუიზან მექვაბიძე.