ისტორიისა და არქეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

ცენტრი, მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, იმუშავებს ორი მიმართულებით: ისტორია და არქეოლოგია (მომავალში შეიძლება დაემატოს ეთნოლოგია)


I. ისტორიული მიმართულება


• სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია სპეციალობისათვის აუცილებელი ყველა ისტორიული დისციპლინა
• ცენტრი წაახალისებს და ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის პროფესორ-ისტორი- კოსების სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას
• შეიქმნება და მუდმივად იმუშავებს სტუდენტთა სამეცნიერო წრე, სადაც
ა) დამუშავდება და მოსმენილ იქნება რეფერატები და კვლევითი თემები მოეწყობა სასწავლო ექსკურსიები
გ) წრე გამოუშვებს თავის გაზეთს (შეიძლება კრებულსაც)
დ) სტუდენტები მოამზადებენ თემებს საუნივერსიტეტო, რესპუბლიკური და საერთაშორისო კონფერენციებისათვის
ე) მოსმენილ იქნება ჩვენი უნივერსიტეტისა და მოწვეული ცნობილი პროფესორების მოხსენებები ჩვენი ქვეყნის ძველსა და თანამედროვე აქტუალურ საკითხებზე.
ცენტრი მოემსახურება რეგიონის სკოლებსა და ისტორიის მასწავლებლებს მეთოდური და მეცნიერული ცოდნის ამაღლების საქმეში. მათთვის სპეციალურად მომზადდება ლექციები და საუბრები, კონფერენციები და კონკურსები წარსულის საინტერესო და თანამედროვეობის აქტუალურ საკითხებზე ცენტრი დაეხმარება რეგიონის სკოლებს ისტორიის კაბინეტებისა და კუთხეების მოწყობა-გაფორმებაში ცენტრში ჩამოყალიბდება `ახალგაზრდული უნივერსიტეტი~, რომელიც თავის რიგებში გააერთიანებს ისტორიით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს და მათთან მუშაობით შეამზადებს გორის უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის მომავალ სტუდენტებს ცალკე დამუშავდება `ახალგაზრდული უნივერსიტეტის~ პროგრამა, რომელიც გამოქვეყნდება რეგიონის ყველა სკოლაში
ცენტრმა უნდა შეიმუშაოს სპეციალური პროგრამა რეგიონის ისტორიის მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებლად. მისი განხორციელება შეიძლება შიდა ქართლის ადმინისტრაციის, რესურსცენტრის ხელმძღვანელობისა და სკოლების დირექტორების თანადგომით. სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მოსამზადებელი პროგრამის წარმატება გარკვეულ ფინანსურ შეღავათს მოუტონს უნივერსიტეტს.


II.Aარქეოლოგიური მიმართულება


• საქართველო-კავკასიის არქეოლოგიის სასწავლო კურსის მომზადება
• სტაციონარული (გორისციხე, უფლისციხე, ბაზალეთის ყორღანი...) და სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული არქეოლოგიური სამუშაოების ორგანიზების კოორდინირება და ჩატარება შიდა ქართლის რეგიონში და მასში ჩვენი სტუდენტების ჩართვა.
• რეგიონალური მხარეთმცოდნეობითი მუზეუმებისა და სკოლებისათვის პროფესიული განათლებითი და ორგანიზაციული დახმარების გაწევა.
• პოპულარული ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების შესახებ ბუკლეტების გამოცემა (ქართულ-ინგლისურად)
• რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია მასმედიით
• ცნობილი ისტორიკოს-არქეოლოგების მოწვევა და ღია ლექციების ჩატარება გორის უნივერსიტეტში
• არქეოლოგიური კვლევის წარმოებისათვის საჭირო თანხის მოზიდვისათვის აუცილებელია მოიძებნოს სპონსორები, როგორც ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში ისე საზღვარგარეთ.

ცენტრის მუშაობით, პირველ რიგში, უნდა დავაინტერესოთ რეგიონის ხელმძღვანელობა
ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი
პროფ. ელდარ მამისთვალიშვილი

ღონისძიებები იხილეთ ყველა

პროფესორ, ჰარუნ ჩიმქეს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

2019 წლის 20 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის რიზეს უნივერსიტეტის პროფესორ, ჰარუნ ჩიმქეს მიანიჭა საპატიო...

20 ივნისი, 2019 სრულად ნახვა

ტურისტულ კომპანია PINK TRAVEL-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის...

2019 წლის 19 ივნისს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და შპს ტურისტულ კომპანია PINK TRAVEL-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც...

19 ივნისი, 2019 სრულად ნახვა