ბიზნეს ადმინისტრირების კათედრა

დებულება

პრეზენტაცია

სსიპ გორის სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრა

 

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კათედრამ ფუნქციონირება დაიწყო 2011 სასწავლო წლის დასაწყისში.

  კათედრა შექმნის დღიდან აქტიურად ჩაერთო უნივერსიტეტის საქმიანობაში და ცდილობს უპასუხოს უნივერსიტეტის მოთხოვნებს:

1. კათედრის სხდომებზე იხილება პრობლემატური საკითხები, რომლებიც ხელს უშლიან პროფესურას მაღალხარისხიან

მუშაობაში და ხდება გადაწყვეტილებების მიღება გაუმჯობესების მიზნით.

2. სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვის მიზნით კათედრა

ახორციელებს ურთიერთდასწრებას როგორც ლექციებზე, ისე სემინარულ მეცადინეობებზე.

3. ჩამოყალიბდა სტუდენტთა სამეცნიერო წრე, სადაც სტუდენტები ყველა მიმართულებით იკრიბებიან და ამზადებენ კვლევას შიდა

ქართლის ეკონომიკური განვითარების შესახებ. სტუდენტთა სამეცნიერო წრეს ხელმძღვანელობენ ასოც. პროფესორი გიული გიგუაშვილი

და ფინანსების საბაკალავრო მიმართულების სტუდენტი თორნიკე დემეტრაშვილი.

4. სტუდენტებისადმი პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილების გაზიარების მიზნით კათედრამ მიიღო გადაწყვეტილება მოეწვია

პრაქტიკოსი ბანკირები, ფინანსისტები, ბიზნესით დასაქმებული ადამიანები შიდა ქართლის სხვადასხვა სამსახურებიდან.

კათედრის ინიციატივით მოეწყო შეხვედრა სს „საქართველოს ბანკის“ გორის სერვის-ცენტრის მენეჯერთან სოფიო მიხანაშვილთან.

5. კათედრამ დაამტკიცა ერთჯერადი ფულადი წახალისება წარმატებული პროფესორებისათვის და წარმატებული სტუდენტისათვის.

ეკონომიკის მიმართულებით ყველა სპეციალობაზე წარმატებული პროფესორისათვის- ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის პრემია,

წარჩინებული სტუდენტისათვის -პაატა გუგუშვილის სახელობის სტიპენდია. კათედრის გადაწყვეტილებით ფილიპე გოგიჩაიშვილის

სახელობის პრემიაზე წარადგინა გაწეული მუშაობისათვის პროფესორი მანანა ნანიტაშვილი.

6. კათედრაზე შექმნილია საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებით დაკომპლექტებული კომისია, რომლთა უშუალო

მეთვალყურეობით სწორდება საგამოცდო ტესტები.

7. კათედრაზე ინოვაციური მეთოდების დანერგვის მიზნით შეირჩა პროფესორები, რომლებოც გაეცნობიან სხვადასხვა უმაღლეს

სასწავლებლებში დანერგილ მეთოდებს სწავლების გაუმჯობესების მიზნით, ლიტერატურულ წყაროებს და ა.შ. მომავალში კათედრის

მუშაობა უფრო აქტიური იქნება და გარკვეულ წარმატებებსაც მოუტანს უნივერსიტეტს.

ღონისძიებები იხილეთ ყველა

26 მაისი

2026 წლის 26 მაისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.

26 მაისი, 2026 სრულად ნახვა

ჟან მონეს კათედრა

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლიდან ფუნქციონირებს ჟან მონეს კათედრა — „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“, რომელიც აერთიანებს...

25 მაისი, 2026 სრულად ნახვა