ტრენინგ-მოდული
03 იანვარი,2025ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, 2024 წლის სექტემბრიდან, დაიწყო მუშაობა ტრენინგ-მოდულების შემუშავებაზე. ტრენინგ-მოდულები შეეხო შემდეგ სფეროებს:
- ევროკავშირის შრომის სამართალი;
- ევროკავშირის მომხმრებელთა უფლებების პოლიტიკა;
- ევროკავშირის შიდა ბაზარი და კონკურენცია;
- ევროკავშირის განათლების პოლიტიკა და პროგრამები;
- ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტია და მოქალაქეობა;
- ევროკავშირის ახლგაზრდობის პოლიტიკა.
ტრენინგ-მოდულების შედგენაზე იმუშავეს ჟან მონეს კათედრის კოორდინატორმა და წევრებმა:
- ეკატერინე ქარდავა
- მარიკა შერაზადიშვილი
- ციური დურული
- გიორგი მღებრიშვილი
- ხატია ხაბაშვილი
- ზურაბ ზურაბაშვილი
ნოემბრის თვეში, ტრენინგ-მოდულმა გაიარა რედაქტირებისა და კორექტირების პროცესი, ხოლო დეკემბრის თვეში ის ჩამოყალიბდა ერთიანი უნიფიცირებული დოკუმენტის სახით.
ამ ტრენინგ-მოდულის საფუძველზე, 2025 წლიდან, დაიწყება სასწავლო კურსის შეთავაზება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის, ასევე, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის: ჟურნალისტები, ბიზნესის წარმომადგენლები, დასაქმებულები და სხვა.