ერასმუს+ წლიური შეხვედრა

15 დეკემბერი,2024


2024 წლის 13 დეკემბერს, ერასმუს+ ეროვნული ოფისის (NEO) ეგიდით, ჩატარდა ერასმუს+ პროექტების ინფორმირებასთან დაკავშირებული წლიური შეხვედრა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ NEO-ის ოფისის, ევროკომისიისა და საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა NEO-ის ხელმძღვანელი ქ-ნი მარიამ სულაშვილი. აგრეთვე, სიტყვით გამოვიდნენ ევროკომისიის წარმომადგენელი მარია სტროგოვა, NEO-ის ოფისის თანამშრომელი გიორგი მჭედლიძე და ჟან მონეს პროფესორი ეკატერინე ქარდავა.

პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ (რომელიც ხელმძღვნელობს ჟან მონეს კათედრას EU-SJ და ჟან მონეს მოდულს EU-LP-GE) ისაუბრა ჟან მონეს აქტივობების სფეროში დაგროვილ გამოცდილებაზე, არსებულ გამოწვევებსა და ჯანსაღ პრქტიკაზე. მან დამსწრე საზოგდოებას გააცნო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს მოდულის ფარგლებში გამოქვეყნებული წიგნი „ევროკავშირი, ასოცირების შეთანხმება და სამართლებრივი აპროქსიმაცია“ (2023 წ.) და კავკასიის უნივერსიტეტის ჟან მონეს მოდულის ფარგლებში გამოქვეყნებული სახელმძღვანელო „როგორ ვასწავლოთ ევროკავშირი“ (2024 წ.).

მიმაგრებული დოკუმენტები

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სტუდენტური საახალწლო კონცერტი

ღონისძიება გახსნა სტუდენტებს და სტუმრებს მიესალმა გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ღონისძიების...

27 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა

სტუდენტთა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2024 წლის 26 დეკემბერს, ჰიბრიდულ რეჟიმში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება და...

26 დეკემბერი, 2024 სრულად ნახვა