ერასმუს+ წლიური შეხვედრა

30 ივლისი,2025

 

2025 წლის 25 ივლისს, ერასმუს+ ეროვნული ოფისის (NEO) ეგიდით, ჩატარდა ერასმუს+ის პოპულარიზების წლიური შეხვედრა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ NEO-ის ოფისის, ევროკავშირის საქართველოში დელეგაციის, საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა NEO-ის ხელმძღვანელი ქ-ნი მარიამ სულაშვილი.

შეხვედრაზე მომხსენებლებად მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა პროექტების კოორდინატორები, რომლებმაც ისაუბრეს პროექტების განხორციელების პრაქტიკულ ნიუანსებზე.

პროფესორმა ეკატერინე ქარდავამ, რომელიც ხელმძღვნელობს ჟან მონეს კათედრას EU-SJ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, - მიწვეული სპიკერის სახით ისაუბრა ჟან მონეს აქტივობების სფეროში დაგროვილ გამოცდილებაზე, პროექტების წერისა და მართვის ასპექტებზე. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის მიმდინარეობის შესახებ, გააზიარა კათედრის ფარგლებში შექმნილი ვიდეო-ფლეშ მობი და ისაუბრა კათედრის გუნდის შემადგენლობაზე.

მიმაგრებული დოკუმენტები

მიმაგრებული სურათები

ღონისძიებები იხილეთ ყველა

საქართველოს და აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტები...

მიმდინარე წლის 28 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი...

28 სექტემბერი, 2025 სრულად ნახვა

ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია

2025 წლის 26 სექტემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მეცნიერების ფესტივალის...

26 სექტემბერი, 2025 სრულად ნახვა