საერთაშორისო კონფერენცია 2010 წელი
2010 წლის 1-2 ოქტომბერს სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა მესამე საერთაშორისო კონფერენცია - “განათლება და განვითარება“. კონფერენციის მუშაობაში, გორის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, მონაწილეობდნენ სტუმრები უნგრეთიდან, ირანიდან, ტაჯიკეთიდან, თურქეთიდან, გერმანიიდან, ჩინეთიდან, აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
2010 წლის 21-23 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოს სლავისტიკის უნივერსიტეტში ჩატარდა IV საერთაშორისო კონფერენცია ლიტერატურათმცოდნეობაში, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო გორის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორმა თამარ გოგოლაძემ მოხსენებით - „ლეილისა და მაჯნუნის არაბული სიუჟეტის ინტერპრეტაცია თეიმურაზ პირველის „ლეილმაჯნუნიანში“.
2010 წლის 25 ნოემბერს გორის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ნიქოზის ეთნოგრაფიული ექსპედიციის შედეგად (06.11.2010წ.) მოპოვებული მასალების განხილვას. მონაწილეობდნენ: ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ოთინაშვილი, სტუდენტები: ეკა ლომიძე (ხელმძღვანელი ელდარ მამისთვალიშვილი), ნინო კორაშვილი (ხელმძღვანელი გიორგი სოსიაშვილი), სოფიო ბეჟანიშვილი (ხელმძღვანელი იოსებ ალიმბარაშვილი), თინათინ ბერუაშვილი (ხელმძღვანელი თამილა კოშორიძე).