საერთაშორისო კონფერენცია 2011 წელი


2011 წლის 28–29 იანვარს გორი–სამთავისის ეპარქიასთან არსებულ კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, წმინდა მღვდელმოწამე კირიონ მეორისადმი მიძღვნილი მესამე სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას უმასპინძლა გორი–სამთავისის ეპარქიამ გორის სასწავლო უნივერსიტეტთან ერთად. უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესორები: გიორგი სოსიაშვილი, ელდარ მამისთვალიშვილი, ელენე ხოჯევანიშვილი, პეგაგოგები: მაია ბოლაშვილი, იოსებ ალიმბარაშვილი, სტუდენტი ნინო ბუზიაშვილი. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები და მასალები გამოიცემა სამეცნიერო კრებულის სახით.
2011 წლის 24-30 იანვარს უკრაინის სახელმწიფო მართვის ეროვნული აკადემიის, ხარკოვის რეგიონული განყოფილების, სახელმწიფო მართვის დოქტორთა ასოციაციის, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და პროგნოზირების ინსტიტუტის, სოციალ-ჰუმანიტარული აკადემიის განყოფილების თაოსნობით ეგვიპტეში, ქალაქ შარმ-ელ-შეიხში, ჩატარდა მეორე საერთაშორისო თეორიულ-მეთოდოლოგიურ სემინარი „არქეტიპიკა და სახელმწიფოს მართვა“, რომელშიც მონაწილეობდნენ სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები თამარ გოგოლაძე და ქეთევან ბარბაქაძე მოხსენებით „თვითმპყრობელი მეფისა“ და „კეთილი მეფის“ არქეტიპი ქართულ ლიტერატურაში (ნ. ბარათაშვილი)“.
2011 წლის 11 თებერვალს ჩატარდა სსიპ-გორის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. მუშაობა მიმდინარეობდა შემდეგი სექციების მიხედვით: განათლება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, ბიზნესი და მართვა, სოციალური მეცნიერებანი და სამართალი, ლიტერატურა, ლინგვისტიკა, ისტორია. კონფერენციაზე წაკითხულ იქნა 104 სამეცნიერო მოხსენება. კონფერენციაში მონაწილე სტუდენტთა საუკეთესო ნაშრომები დაიბეჭდება კრებულში.
2011 წლის 15 თებერვალს ჩატარდა სსიპ-გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია. მუშაობა მიმდინარეობდა შემდეგი სექციების მიხედვით: განათლება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, ბიზნესი და მართვა, სოციალური მეცნიერებანი და სამართალი, ლიტერატურა, ლინგვისტიკა, ისტორია.
2011 წლის 30 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით ხულოს რაიონის სოფელ დიდაჭარაში სხალთის ეპისკოპოს სპირიდონის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზით". კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებები წაიკითხეს სსიპ - გორის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორებმა: მარიამ კობერიძემ - ,,საწყისის წარმოება და ფუნქცია ნინოს ცხოვრებაში", თინათინ მშვიდობაძემ - ,,ინტერნეტის როლი ქრისტიანულ ხელოვნებაში", ნიკოლოზ ოთინაშვილმა - ,,სოფელ ქარზმანის ონომასტიკონი", დავით ჩოჩიშვილმა - ,,ბიბლიური სიმბოლიკა სკრის ხეობის საკულტო ძეგლებზე (კოშკების ღვთისმშობლის ეკლესია)". კონფერენციაზე დაუსწრებლად მონაწილეობდა პროფესორი თამარ გოგოლაძე მოხსენებით - ,,დასავლეთ საქართველოს (აჭარა,ფოთი) XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართული ეკლესიის საკითხები სოფრომ მგალობლიშვილის საარქივო მასალების მიხედვით".
2011 წლის 21-22 ოქტომბერს გორის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა IV საერთაშორისო კონფერენცია „ახალი ტრენდები განათლებაში: კვლევა და განვითარება“.