ერასმუს+ დღეები 2025

13 ოქტომბერი,2025

 

2025 წლის ერასმუს+ დღეებისთვის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის (Jean Monnet Chairs 101172755) ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა საქმიანობა:

  1. ერასმუსის+ დღეების საიტზე დარეგისტრირდა კათედრის პოპულარიზების ღონისძიებები; https://www.erasmusdays.eu/events/?country=
  2. დაიბეჭდა ფლაიერები ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ჟან მონეს კათედრის შესახებ;
  3. ფართო საზოგადოებაში, უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტის გარეთ დარიგა ფლაიერები;
  4. მომზადდა ვიდეო-მიმართვები კათედრის ხელმძღვანელისა და წევრების მხრიდან; გაზიარდა სოციალური ქსელებით.

2025 წლის ერასმუს+ დღეებით დაიწყო ჟან მონეს კათედრის „ევროკავშირის სოციალური მართლმსაჯულება“ მეორე აკადემიური წელიც.

ერასმუს+ დღეების პოპულარიზების ღონისძიებების ორგანიზებაში ჟან მონეს კათედრასთან ერთად ჩართული იყო გორის უნივერსიტეტის ახალგაზრდული ჰაბიც.

 

 

ღონისძიებები იხილეთ ყველა

სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.

17 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა

დაჯილდოების ცერემონია

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საჯარო სკოლების მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია.

09 ოქტომბერი, 2025 სრულად ნახვა