სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით სარგებლობის წესი
1. სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესიულ სტუდენტებს, მსმენელებს და პერსონალს უფლება აქვთ:
ა) გამოიყენონ უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტი სამუშაო დღის საათებში 9:00 საათიდან 18:00 საათამდე;
ბ) ინტერნეტის მეშვეობით მოიძიონ სასწავლო და სამეცნიერო ინფორმაცია, გადმოწერონ და გადაწერონ ინფორმაციის დამგროვებლებზე;
გ) შეასრულონ პრაქტიკული დავალებები როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად;
დ) მიიღონ სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის განყოფილების სპეციალისტებისაგან კონსულტაცია ტექნიკისა და ინტერნეტით მომსახურების გამოყენების დროს.
2. სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესიულ სტუდენტებს, მსმენელებს და პერსონალს ეკრძალებათ:
ა) სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის განყოფილების უფლებამოსილ სპეციალისტებთან შეთანხმების გარეშე პროგრამების ჩაყენება-ინსტალაცია;
ბ) გასართობი და სხვა არასასწავლო, არასაგანმანათლებლო საიტების გამოყენება, რაც არ არის დაკავშირებული უნივერსიტეტის პერსონალის სამუშაოსთან ან საგანმანათლებლო ან/და სამეცნიერო საქმიანობასთან;
გ) არამიზნობრივად ჩატის, ფორუმებისა და მსგავსი ინტერნეტ მომსახურების გამოყენება.
3. სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესიული სტუდენტები, მსმენელები და პერსონალი ვალდებულნი არიან:
ა) არ დააზიანონ უნივერსიტეტის ტექნიკა და ინვენტარი;
ბ) გამოყენების შემდეგ გამორთონ კომპიუტერი;
გ) დაიცვან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სიწყნარე კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის დროს;
დ) ტექნიკისა და ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში აანაზღაურონ მიყენებული ზარალი.